არჩევნები 2021

"ყველანაირად სუფთა ვარ" – კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა

Interpressnews.ge

"პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ". - თბილისის მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში,  კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. 

ის მოუწოდებს თავის ოპონენტებს, რომ ანალოგიურად მოიქცნენ და საზოგადოებას შედეგები წარუდგინონ.

"ანალიზები ჩავიტარე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთე. პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, რომ გააკეთოს ანალოგიურად და საზოგადოებას შედეგები წარუდგინოს. მინდა მივმართო სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ უფლება აქვთ გაასაჯაროონ შედეგები და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის". - ამბობს კალაძე. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები