მიწისძვრა ვენესუელაში

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება

მიძისძვრა ვენესუელაში, 2026 წლის 25 ივნისი  
NBC  

ვენესუელაში ზედიზედ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 235 ადამიანი დაიღუპა, 4300-ზე მეტი კი დაშავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების პარალელურად 50 000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

24 ივნისს ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრებმა ქვეყნის მასშტაბით ნგრევაც გამოიწვია, მათ შორის, დედაქალაქ კარაკასშიც. 

25 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ქვეყნის დასახმარებლად "დაუყოვნებლივ გზავნის სამძებრო და სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას".

 

კომენტარები