თვითმმართველობის არჩევნები 2021

კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

კახა კალაძე
თბილისის მერია

თბილისის მერი და ქართულო ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ოპონენტებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, ტესტის გაკეთებას ორშაბათს, 6 სექტემბერს გეგმავს. 

"მე ორშაბათს ვაპირებ ტესტის ჩაბარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პროპაგანდა, რომ "ნარკოტიკი კლავს" და "არა ნარკოტიკს". რატომ არ არის ეს კანონში გათვალისწინებული არ ვიცი. დეპუტატობის კანდიდატებს პარლამენტში ვალდებულება აქვთ, რომ წარმოადგინონ ნარკოლოგიურიდან ცნობა,არ ვიცი რატომ არ აქვთ ეს მერობის კანდიდატებს. გამოვდივარ ამ ინიციატივით და ყველა კანდიდატს ვიწვევ ჩავაბაროთ ნარკოტესტი და საზოგადოებას ვაჩვენოთ რამდენად სუფთა ვართ"- თქვა კახა კალაძემ. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები