პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე ზურაბიშვილზე: კურსის შეცვლაზე ოცნების გადაწყვეტილება საოცარ იზოლაციაშია

სალომე ზურაბიშვილს ქართული ოცნების სახე ჰქონდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მოხვდა იგი პრეზიდენტის ინსტიტუტის განმკარგველი ამ ქვეყანაში. ასევე გვახსოვს ქართული ოცნების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის ბანერების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი და ა.შ. გვახსოვს მისი განცხადებები და წერილები, მათ შორის, საქართველოს ე.წ. ომის დაწყების შესახებ, რაც, პრაქტიკულად, უპატიებელია ჩემთვის. მაგრამ, ბოლო რამდენიმე გამოსვლაა, იგი, პრაქტიკულად, ემიჯნება ქართულ ოცნებას. დადღევანელი გამოსვლაც ნიშნავს იმას, რომ ქართულ ოცნებას გაემიჯნა და, ვფიქრობ, რომ სწორი პოზიცია აქვს, იმიტომ, რომ ახლა არის ძალიან მძიმე მოცემულობა - როდესაც საქართველომ ხელისუფლების ხელშეწყობით დაკარგა მიზიდულობა ევროატლანტიკური კურსის მიმართ, მობრუნდა რუსული ორბიტისკენ. 

ფაქტია, რომ ეს გამოჯვნაც, ჩამოშლაც, დაშლაც ქართულ ოცნებაში და პოზიციების განცალკევება ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ჩვენი პროდასავლური კურსის შეცვლასთან დაკავშირებით არის საოცარ იზოლაციაში. [...] მესმის მისი დამოკიდებულება, ნაწილობრივ ვიზიარებ, მაგრამ მას არ უხსენებია სანქცია, მან თქვა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ სესხზე, რაც არ არის სიმართლე.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე მთავართან ინტერვიუში. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ EU-ს სესხის მიღებაზე ქართული ოცნების უარი გაუგებარი ნაბიჯია და "ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება".

კომენტარები