პოლიტიკური კრიზისი

დეგნანი: კონგრესი გაითვალისწინებს მთავრობის განცხადებას, რომ €75 მლნ დახმარება არ სჭირდებათ

შეერთებული შტატების კონგრესი თვალს ადევნებს აქ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებათ და სურთ მათ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ ისინი [კონგრესის წარმომადგენლები] გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ.

ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომენტარები