ჩვენ ვთვლით, რომ გაცილებით დიდი საფრთხის შემცველი არის ქორწილები და ქელეხები, რომელიც იმართებოდა და გარკვეული შეხვედრები, რომლებიც ფარულად იმართება. სწორედ ამ პროცესში ხდება ინფექციის განსაკუთრებულად გავრცელება.
რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ცესკოსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო დეტალური გავხადოთ ის პროცესი და დაცვის მექანიზმები, რომელიც უსაფრთხოს გახდის არჩევნებს. ჩვენ იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად კლებას და მნიშvნელოვანია, რომ ცესკომ და ყველა პარტიამ გაითვალისწინონ მიწოდებული ყველა რეკომენდაცია, ამ შემთხვევაში, არჩევნები უსაფრთხო იქნება.