შარლ მიშელი საქართველოში

დეკანოიძე: მიშელს პირდაპირ ვუთხარით, რომ გვაქვს რისკები – ან რუსეთი, ან ევროატლანტიკური კურსი

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მიშელთან საუბრის თემა 5-6 ივლისის მოვლენები, შეთანხმების დარღვევა და საფრთხის ქვეშ მყოფი ევროატლანტიკური კურსი იყო.

"რა თქმა უნდა, ის მძიმე მოვლენები, რომლებიც განვითარდა 5-6 ივლისს, შეეხებოდა, პირველ რიგში, პრემიერმინისტრის განცხადებას, როდესაც მან პირდაპირ თქვა, რომ ვერ დაიცავდა ადამიანებს, ამის შემდეგ კი ხელისუფლებამ არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აიღო, შეხვედრაზე შევეხეთ იმას, რომ ევროატლანტიკური ღირებულებები და სწრაფვა საქართველოში საკმაოდ სერიოზული დარტყმის ქვეშაა და პირდაპირ ვუთხარით, რომ ჩვენ ახლა გვაქვს დიდი რისკები - ან მივდივართ რუსეთში, ან ვრჩებით ევროატლანტიკურ კურსზე, ეს მას ძალიან კარგად ესმის, შეშფოთებულია ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, ეს ნამდვილად სამწუხაროა". – თქვა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, შეხვედრაზე მიშელმა აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან მისი ამგვარი ხანგრძლივი შეხვედრა უკვე სიგნალია ხელისუფლებისთვის და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მნიშვნელოვანი საუბარი ექნება.

"ვისაუბრეთ შეთანხმების დარღვევაზე, არ ვართ შეთანხმების მონაწილეები, თუმცა ჩვენი არგუმენტი არის ის, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, რომელიც ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ არ გამოუტანია და პირიქით, დაარღვია ის დათქმები, რომლებიც ჩადებული იყო, დაარღვია დათქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, წარმოადგინა კანდიდატები, რომლებიც კლანურია და ეს მე მიშელს ვუთხარი. ზოგადად, მან თქვა - ის, რომ ოპოზიციას ხვდება და საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა აქვთ, ეს უკვე გარკვეული გზავნილია ხელისუფლებისთვის და თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილთან ექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი საუბარი და გზავნილები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ელოდებიან". – თქვა დეკანოიძემ.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები მას მედიაზე თავდასხმების შესახებ საპროტესტო ბანერებითა და გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ. 

შარლ მიშელი საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, რომელიც 19 ივლისს იხსნება. ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნე

 

კომენტარები