შარლ მიშელი საქართველოში

ბოკერია: არ მგონია, რომ პრეზიდენტი მიშელი სრულფასოვნად აღიქვამს, რამდენად მძიმე ვითარებაა

მე არ მგონია, რომ სრულფასოვნად აღიქვამს პრეზიდენტი მიშელი, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მის გამოსვლაში ზედიპლომატიურ ენაზე, ყველა პრობლემაზე იყო საუბარი, როგორც იმ უმძიმეს ამბებზე, რაც მოხდა ამ ბოლო კვირაში, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმას, აქტივისტებზე თავდასხმას, უმცირესობის უფლებებს, ისიც თქვა, ნუ მიიჩნევთ ამას მეორეხარისხოვან პრობლემად და რომ სასამართლოს საკითხი საკვანძო იქნება ტექნიკური დახმარებისთვის, რაც პოლიტიკური საკითხია და მართლაც მძიმე ამბავია, რომ საქართველო იხილება. დაგვაკლდა დრამატულობის აღქმა ვითარების, რამდენად სარისკო ვითარება არის საქართველოში. ნორმალურობის განცდა საერთო ჯამში, ეს არის მოტყუება თავის, ყველა ჩვენი მოკავშირისთვის და მე ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, თავისი განცხადებებით, ამას ხელს უწყობს ძალით თუ უნებურად.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ის საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, რომელიც დღეს, 19 ივლისს გაიხსნა.

კომენტარები