შარლ მიშელი საქართველოში

ხოშტარია: მეტი სამუშაო გვაქვს EU-სთან, რომ ავუხსნათ, ოცნებას მხოლოდ ურყევი ძალის ენა ესმის

ერთი რამე უნდა გვესმოდეს, ევროკავშირი, განსხვავებით ამერიკისგან, რომელიც ცალკე ქვეყანა არის და სადაც უფრო მარტივი მექანიზმით ხდება, ევროკავშირში უფრო რთული მექანიზმით ხდება, შარლ მიშელი არის უმაღლესი რანგის დიპლომატი, მაგრამ დიპლომატი, რომელსაც უწევს სხვადასხვა რაღაცებს გაუწიოს ანგარიში, ზოგადად ევროკავშირს, როგორც რუსეთთან, ყოფილა, რომ ტაქტიკურად ირჩევენ, რომ ძალიან სიმწვავე უკვე ბოლო ეტაპზე იყოს. როდესაც ისინი ლაპარაკობენ ფინანსური დახმარების შეჩერებაზე, მათთვის ეს ძალიან მწვავეა, ევროკავშირის ენას თუ გავითვალისწინებთ. თუმცა, კიდევ გვაქვს სამუშაო, რომ ავუხსნათ, ქართულ ოცნებას ესმის მარტო ის ენა, რომელიც ზელენსკისგან გაიგო, ძალის ენა ესმის მას, რეალურად პრინციპული, ურყევი ძალის ენა და სანქციების არის ერთადერთი, რაც ქართულ ოცნებას ესმის.

ამის შესახებ დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ის საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, რომელიც დღეს, 19 ივლისს გაიხსნა.

კომენტარები