ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია

ზელენსკი, მიშელი და სანდუ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოვლენ

19 ივლისს, ორშაბათს, ბათუმში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

მეორე პანელზე კი წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე. 

კომენტარები