ზაზა გახელაძე

ზაზა გახელაძე თავისუფალია

მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე შეიწყალა. ინფორმაციას ეხო კავკაზა ავრცელებს

"შეწყალებულ იქნას გახელაძე ზაზა, მიხეილის ძე, დაბადებული კასპში, საქართველოში. გასამართლებული ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2021 წლის 5 თებერვალს. გათავისუფლდეს სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან. 

განკარგულება ძალაში შედის მის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე". – ვკითხულობთ განკარგულებაში. 

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

კომენტარები