ზაზა გახელაძე

გახელაძე: ნამდვილად არ ველოდებოდი გათავისუფლებას, დღეს ყოველ შემთხვევაში

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძე თავისუფალია. ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. 

"კარგად ვარ, არ ველოდებოდი, დღეს ყოველ შემთხვევაში, ღმერთის, ჩვენი პატრიარქის და მთავრობის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა. დღეს მითუმეტეს კარგად არის ყველაფერი. მივესალმები ოჯახს აქედან. 

სახლში დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ. არსად წასვლას აღარ ვაპირებ და ყველაფერს მოგიყვებით ხვალ და ზეგ". – ამბობს გახელაძე. 

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

კომენტარები