ზაზა გახელაძე

გომელაური: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად

ხშირად ვხდები კრიტიკის საგანი, გამიჭირდება დეტალებზე საუბარი, თუმცა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად, ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები, ორგანიზაციები, ყველა ჩართულები არიან და ვიმედოვნებ, რომ მალე გაათავისუფლებენ ამ ადამიანს და მალე დაუბრუნდება ოჯახს. დეტალებზე ბოდიშს ვიხდი, ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა მოლაპარაკება ჩაშალოს, იცით, რომ საპატრიარქოც ჩართულია, ყველა ჩართულია.

თქვა შსს-ს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ბრიფინგზე

კომენტარები