მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი მოვლენა, ნამდვილად ძალზედ დიდი და მნიშვნელოვანი და მივულოცო გახელაძეების ოჯახს. მალე სახლში იქნება ზაზა და მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში: საქართველოს ხელისუფლება, ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩართული იყო საქართველოს ეკლესია და უშუალოდ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ასევე, დავამატებ, რომ მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთის მხარეს, რომელმაც გაითვალისწინა, რა თქმა უნდა, ეს ერთობლივი ჩართულობა და ოსურ მხარესაც, რომელმაც, ასე ვთქვათ, შეწყალების ფორმით ზაზა გახელაძე გაათავისუფლა და დაუბრუნა თავის ოჯახს
ზაზა გახელაძე
მეუფე ანდრია გახელაძეზე: მადლობა რუსეთსაც, რომელმაც გაითვალისწინა ეს ორმხრივი ჩართულობა
tbl.ge/5mak
დაკოპირდა
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძეს გათავისუფლებაზე მადლობა რუსეთსაც გადაუხადა.
ამავე თემაზე
- როგორ გააღწია გობოზოვმა ქართული ციხიდან, თუ სუს-ს ის გახელაძეში არ გაუცვლია
- გახელაძე: ნამდვილად არ ველოდებოდი გათავისუფლებას, დღეს ყოველ შემთხვევაში
- ზაზა გახელაძე თავისუფალია
- გომელაური: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად
- გახელაძის ცოლი: ილია II-მ მისწერა რუსეთის პატრიარქს, იშუამდგომლოს გათავისუფლების პროცესში