ოპერატორის გარდაცვალება

შვედეთის საელჩო: მედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი
შვედეთი საელჩო საქართველოში ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. საელჩო მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას და ამბობს, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების დაცვა აუცილებელია.

"სრული მხარდაჭერა კარლ ჰარცელის განცხადებას. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ტვ პირველის, ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. შვედეთი გმობს, ნებისმიერ სახის ძალადობას. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია". – წერს შვედეთის საელჩო

 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა. ელჩი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. 

 ლაშქარავას გარდაცვალებას ასევე გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მის ოჯახს უსამძიმრებს. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო 5-6 ივლისის ძალადობებში ან წააქეზა აგრესიული ქმედებები, ყველა უნდა წარდგეს კანონის წინაშე.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები