ოპერატორის გარდაცვალება

შსს: არ იქნება სწორი, წინასწარ ვისაუბროთ ზედოზირებაზე, თუმცა ამ ვერსიასაც განვიხილავთ

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

"არ იქნება სწორი და პროფესიონალური, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ისაუბროს ზედოზირებაზე, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება". – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, გამოძიება გუშინ, 10 ივლისს, ოპერატორის გადაადგილების მარშრუტს შეისწავლის. 

"ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ, დღის განმავლობაში მოპედით გადაადგილდებოდა თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე. ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ წინასწარი ვერსიების გახმაურებისგან, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან.

 გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა მეგობართან ერთად, საბურთალოს რაიონი, ფონიჭალას დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე არ გვინდა ხაზის გასმა, რომ საზოგადოებას არ დარჩეს რაღაცა და არ მოხდეს წინსწრებით რაღაცა ვერსიების გაჟღერება". – აცხადებს შსს. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები