აშშ-საქართველო

აშშ-ს დაავადებათა ცენტრი მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამერიკელ მოსახლეობას საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც სამთავრობო ორგანიზაციის საიტზეა განმარტებული, "საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში მოგზაურობა ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებისთვისაც კი შეიძლება საშიში იყოს და ვირუსის შეყრით ან გავრცელებით დასრულდეს". 

შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებას სთხოვს, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში ურჩევს, გამგზავრებამდე ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთონ.

ამჟამინდელი მდგომარეობით, აშშ-ს მარეგულირებელს საქართველო, ვირუსის გავრცელების აზრით, მეოთხე დონის ქვეყანათა სიაში ჰყავს შეყვანილი, რომელიც "ძალიან მაღალ" რისკს გულისხმობს. ცნობისთვის, პირველი დონე "დაბალი" რისკის მაჩვენებელია, მეორე – "საშუალოსი", მესამე კი "მაღალი" რისკის. 

12 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 353 443 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 338 318 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 034 კი გარდაიცვალა.

კომენტარები