74 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა.
ბუბა ხოტივარს დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
გადაღებული აქვს ფილმები ლაზარეს თავგადასავალი, ჩირიკი და ჩიკოტელა, ლეხაიმ!, მარკოზის სახარება, ისლამი საქართველოში.
1986-1991 წლებში ხელმძღვანელობდა ქართული ფილმის ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანებას ადამი და ევა. 1988-1992წწ. იყო ქართულ-ინგლისური კომპანიის, მთვარის გლობუსის გამგეობის წევრი და დირექტორი. 2004-2006 წლებში ხელმძღვანელობდა კინოსტუდია მემატიანეს.





