2021 წელს გარდაცვლილები

28 წლის სუმოისტი ჰიბიკირიუ, ჰარუ ბაშოზე მიღებული ტრავმის შემდეგ, გარდაიცვალა

Live.ge

28 წლის ასაკში იაპონელი სუმოისტი ჰიბიკირიუ გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ფილტვის თრომბოემბოლია გახდა.

ერთი თვის წინ ჰარუ ბაშოზე სუმოისტმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. დაცემიდან 6 წუთის განმავლობაში სპორტსმენთან დასახმარებლად არავინ მივიდა. სუმოს მკაცრი წესების თანახმად დაშავებულ მებრძოლს არავინ ეხმარება და სუმოისტი ფეხზე თავად უნდა ადგეს. ჰიბიკირიუ დარბაზიდან სხვა სპორტსმენებმა გაიყვანეს. საავადმყოფოში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა 28 აპრილს ვითარება გაუარესდა.

წლებია, სუმოს მოყვარული საზოგადოება წესის გაუქმებას ითხოვს. ცვლილებების შესახებ ლაპარაკი გულშემატკივრებმა აქტიურად 2021 წლის დასაწყისში დაიწყეს, როდესაც მაკუშიტას დივიზიონში მებრძოლმა ასევე მძიმე ტრავმა მიიღო. სუმოისტი თავდაპირველად საერთოდ ვერ დგებოდა, შემდეგ კი წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა, რაც მის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებდა, თუმცა მას არავინ დახმარებია. 

კომენტარები