დასავლურ ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები

მოსკოვმა რომის საპასუხოდ იტალიელი დიპლომატი გააძევა

Getty Images

რუსეთმა იტალიელი დიპლომატი გააძევა მას შემდეგ, რაც რომმა ორი რუსი დიპლომატი გააძევა. 

იტალიაში რუსეთის დიპლომატები მას შემდეგ გააძევეს, რაც მარტში იტალიის პოლიციის პოლიციის განცხადებით, იტალიის საზღვაო ძალების კაპიტანმა ფულის სანაცვლოდ რუს მაღალჩინოსანს საიდუმლო დოკუმენტები გადასცა

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რუსეთის ქმედება უსამართლო და უსაფუძვლოა. 

რუსეთის მიერ საპასუხოდ ერთი დიპლომატის გაძევებით, სავარაუდოდ, მოსკოვს არ სურს იტალიასთან ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით თბილი ურთიერთობის გაფუჭება. 

ეს ევროპის ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობების ბოლო შემთხვევაა. აპრილში რუსეთსა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა.

ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან. ჩეხური მხარის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის გაძევებული წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან და GRU დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებში ვრებეტიცში, ზლინსკის მხარეში, საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან. რუსეთმა პრაღის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და საპასუხოდ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

ამასთან ერთად, 22 აპრილს სლოვაკეთმა, ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 3 რუსი დიპლომატი გააძევა. პრაღისადმი სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბალტიის ქვეყნებმაც მიიღეს

აღსანიშნავია ისიც, რომ 24 აპრილს რუსეთმა პოლონეთის ელჩი გამოიძახა და პოლონეთის საელჩოს 5 პირი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მოსკოვის ეს ქმედება მოჰყვა ამავე თვეში, 15 აპრილს, პოლონეთში აშშ-სადმი სოლიდარობის ნიშნად სამი რუსი დიპლომატის გაძევებას.

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" დიპლომატიურ მისიებში და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.

კომენტარები