იტალია-რუსეთი

ეჭვმიტანილმა იტალიელმა ჯაშუშმა რუსეთს ძალიან კონფიდენციალური მასალა გადასცა – Reuters

რუსეთის საელჩო იტალიაში
www.palpalnewshub.com

იტალიის პოლიციამ იპოვა საიდუმლო სამხედრო დოკუმენტები, რომლებიც, იტალიის საზღვაო ძალების კაპიტანმა ფულის სანაცვლოდ რუს მაღალჩინოსანს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიელი კაპიტანი, უოლტერ ბიოტი 31 მარტს რომში დააპატიმრეს. პოლიციის წყაროს თანახმად, იტალიელმა კაპიტანმა რუს სამხედრო ატაშეს ინფორმაცია 5 000 ევროს სანაცვლოდ გადასცა.

წყაროს ინფორმაციით, პოლიციამ ასევე აღადგინა მესხიერების ბარათი, სადაც ჩაწერილი იყო 181 კონფიდენციალური ფოტო, 9 ძალიან კონფიდენციალური და 47 NATO-ს საიდუმლო დოკუმენტი. 

ბიოტის ადვოკატი, რობერტო დე ვიტა, ამბობს, რომ მისმა კლიენტმა რუსეთს ინფორმაცია ფულის სანაცვლოდ გადასცა, თუმცა უარყოფს, რომ გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები გადასცა. 

ადვოკატისვე თქმით, მისი კლიენტი ამბობს, რომ ის არასდროს გადასცემდა ისეთ დოკუმენტებს, რაც იტალიას ან სხვა ქვეყანას საფრთხის ქვეშ დააყენებდა. 

იტალიამ "მტრული ქმედების გამო" ორი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნანობს დიპლომატების გაძევებას, თუმცა უწყებაში თქვეს, რომ ეს საქმე ორმხრივ ურთიერთობებს არ ავნებს. 

ბიგოტი ამბობს, რომ მან ეს დანაშაული შვილის გამო ჩაიდინა, რომელიც ავადაა: "შეცდომა დავუშვი, თუმცა ეს ჩემი ოჯახის გამო გავაკეთე. მე ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს. მე ვარ ჩართული საქმეში, რაც ჩემს ძალებს აღემატება. მე მაქვს ვალი, რომელსაც ვერ ვიხდი". 

ბიგოტს შიდაპატიმრობაზე უარი განუცხადეს, ის ახლა რომის ციხეშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

ბიგოტი თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტში მუშაობდა ეროვნული უშიშროების პოლიტიკის საკითხზე. 

კომენტარები