ჩვენ ლაჩრები არ ვართ, მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველასთვის შეგვიძლია პასუხის გაცემა. ჩვენ თუ შიგნით ვერ დავიცავით, გარეთ ვის დავიცავთ, ხომ? ამიტომ კიდევ არის დრო, შეინანონ, ადამიანებს დაემსგავსონ თავიანთი საქციელით. გამყიდველობას თავი დაანებონ, თვითონ ხომ მაინც იციან, რომ მატყუარები არიან...
ბევრს ვიცნობ იმათ, არავითარი სკოლაც არ აქვთ გავლილი, მაბეზღარობის გარდა არაფერი უკეთებიათ მონასტრებშიც. ჩამშვებები იყვნენ და იმიტომ არიან უმეტესობა მასე. ყველას გავცემ პასუხს. ერისკაცები რომ ყოფილიყვნენ, ერში რასაც მიიღებდნენ, იმას მიიღებენ აუცილებლად, თუ არ მორჯულდებიან.