ჭყონდიდის ეპარქია

"ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელების მხარდასაჭერად ჩამოვედით"– გოლეთიანი სალხინოში ჩავიდა

ვარლამ გოლეთიანი
ბერდია კალანდია

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი მარტვილში, სალხინოს ეკლესიაში ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფებიან სხვა აქტივისტებიც. 

"ჩვენ ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო და ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი. ეს არის ჩვენი აქ მოსვლის მიზანი". – ამბობს გოლეთიანი ფორმულასთან და აღნიშნავს, რომ "მხარეებად არავის ყოფს" და სურს, რომ პროცესები მშვიდობიანად მოგვარდეს. 

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი სტეფანე ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია. 

დილიდან, სალხინოს ტაძარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. 


ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები