პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ გალსტუკი მოვახიე თალაკვაძეს

[ევროკავშირის დოკუმენტის] ყველა პუნქტს მოყვებოდა დისკუსია და პროტოკოლებია შედგენილი, რაზე იყო საუბარი და ვის რა პოზიცია ჰქონდა. პირდაპირ გეუბნებით, რომ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის თანდასწრებით გაიმართა შეხვედრა, იქ მივედი იმის გამო, რომ საბოლოოდ გამევლო საკითხები, მათ შორის ამ პუნქტთან [ამნისტიის] დაკავშირებით და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. ამ შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგი: - და ყველა დამსწრე, ვინც იქ იყო, ვისთანაც უშუალო კონტაქტი გაქვთ, შეგიძლიათ, ყველას ჰკითხოთ, - მე ავიღე პირდაპირ დოკუმენტი და ვთქვი: "ახლა, მეგობრებო, სანამ შეთანხმება და ზარ-ზეიმი გინდათ, რომ მოვაწყოთ, ჩვენ არ ვიცით, ქალბატონო სალომე, თქვენ როდის შეიწყალებთ რურუას. ეს შეიძლება, იყოს 3 თვეში, შეიძლება, იყოს 3 დღეში და ეს უნდა ვიცოდეთ"... ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ გალსტუკი მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, ყველაფერს ხომ არ მოვყვები?! მაგრამ იყო ძალიან მძიმე შეხვედრა...

ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 19 აპრილს ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა ევროკავშირის მიერ შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს, სადაც ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების წინაპირობად 20-21 ივნისის ღამის ბრალდებულებზე ამნისტიის გამოცხადებაა მითითებული. საზოგადოებაში გაურკვეველია, ამნისტია შეეხებათ თუ არა იმ სამართალდამცველებსაც, რომლებმაც აქციის დარბევისას ძალას გადააჭარბეს.

კომენტარები