ზაზა გახელაძე

კეკელიძე: ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ

გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სტიპენდია დაენიშნებათ.

დათა პაპას სახელობის სტიპენდია გურული დღიურების ფონდის ფარგლებშია დაწესებული და გიორგი კეკელიძის თქმით, ის პერიოდულად ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებს პერიოდულად ენიშნებათ. ფონდმა დათა ვანიშვილის სახელობის სტიპენდია მისი გარდაცვალების შემდეგ დააფუძნა.

"კარგი ამბავი: ოკუპაციური რეჟიმის პატიმრის, ზაზა გახელაძის შვილებს - მარიამ გახელაძეს (მესამე კლასი) და ანანო გახელაძეს (მეექვსე კლასი)  - ქვემო ჭალის სკოლის მოსწავლეებს - დღეიდან დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ". - წერს კეკელიძე.

11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები