პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: აქ უნდა გამოვიჩინოთ ერთი ადგილი და დასავლელი პარტნიორებიც უფრო დაგვეხმარებიან

გაბლარული იყო გზავნილები, რომ პასუხისმგებლობას მაინც აკისრებენ [სენატორები] ორივე მხარეს, თითქოს აქ იყო ძალაუფლების წერტილებისთვის ბრძოლა ოპოზიციას და ხელისუფლება შორის და რაღაცას ვერ იყოფს ეს ორი მხარე. არაფერს არ იყოფს ოპოზიცია სინამდვილეში. ოპოზიცია იძახის, რასაც ისინი იძახიან, რომ მართლმსაჯულება და არჩევნები იყოს ქვეყანაში, მაგას ითხოვს ოპოზიცია და არა სადღაც თანამდებობების და ძალაუფლების წერტილებს. მე იმის თქმა არ მინდა, რომ ისინი [სენატორები] თუ სწორ გზავნილს გამოაგზავნიან, ისინი გვიშველიან. მაგისი მე არ მჯერა. საბოლოო ჯამში ეს არის ამ ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტი. აქ უნდა გავიღვიძოთ, აქ უნდა გავინძრეთ, ერთი ადგილი გამოვაჩინოთ და ისინიც უფრო მეტად დაგვეხმარებიან და მათი გზავნილებიც უფრო გასაგები იქნება...

ამბობს გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ს სენატში გამართულ საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენის შესახებ.

კომენტარები