მეწყერი

ბენდელიანი მეწყერზე: უეცრადაც რომ ჩამოიშალოს მასა, მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერტორიაზე მეწყრის უეცრად ჩამოშლის შემთხვევაში, მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნება. 

"ყველაზე გამოცდილმა გეოლოგებმა ჩვენთან ერთად გააკეთეს კომენტარი და იგივეს ვიტყვი მეც, ეს არეალი დასახლებული არ არის. ამ მეწყერულ ზონაში და მის ქვევითაც დასახლებული ადგილი არაა. შესაბამისად, უეცრადაც რომ ჩამოიშალოს ეს მასა, მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის. 

გუშინ მე თვითონ ვუყურე, გაავრცელეს, რომ ამ მეწყერის მოწყვეტის შემთხვევაში ორთაჭალიდან დაწყებული გლდანამდე თბილისი დაიფარება ერთი მეწყრის სიმაღლის მიწით. ეს არის მიზანმიმართული, რომ მოსახლეობაში დაითესოს პანიკა". – თქვა ბენდელიანმა

მისივე ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს კვლევები, რომელიც ნაპრალების ზუსტ მდგომარეობას დაადგენს.


თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

"მეწყერი უკვე დაძრულია" - გეოლოგების შეფასება მაჭავარიანის ქუჩაზე 

 

კომენტარები