მეწყერი

მესტია-უშგულის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

მესტია-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა 4 მაისს მოხდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, კალა-უშგულის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

ცნობისთვის, 5 მაისს, დილის საათებში, მეწყერი ასევე ჩამოწვა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან.

მეწყრის გამო, ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მერიის ცნობით, დაშავებული არავინაა. 

არსებული ინფორმაციით, მეწყერში ერთი ავტომობილი მიჰყვა, მაგრამ შიგნით მყოფმა პირებმა, ავტომობილის უვნებლად დატოვება შეძლეს. 

კომენტარები