საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან მეწყერი ჩამოწვა.
მათი ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა ფერდობიდან ქვები კვლავ ცვივა, ამიტომ ამ მონაკვეთზე ტრანსორტის გადაადგილება შეზღუდულია.
"ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული ვითარების შეფასების მიზნით, ადგილზე იმყოფებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა ფერდობიდან ქვის ცვენის პროცესი კვლავ აქტიურია. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია
ტერიტორიაზე დამატებით იმუშავებენ მეკლდეურები, ხოლო ადგილზე რჩებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებების გატარება." - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





