საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე სოფელ ბაბილთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
სოფელ ბაბილთან, დღეს, 5 მაისს, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა. გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობის აღდგენის პარალელურად, გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები გზის გაფართოების მიზნით.
სოფელ ბაბილთან ჩამოწოლილ მეწყერში ერთი ავტომობილი მიჰყვა, მაგრამ შიგნით მყოფმა პირებმა, ავტომობილის უვნებლად დატოვება შეძლეს.





