აშშ-ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინის და ბაიდენის ადმინისტრაციას: დენთის სუნით ნუ აგვაყროლებთ

კიმ იო ჯონგი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჯონგმა ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართა და აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები გააკრიტიკა. 

"მინდა გავაფრთხილო აშშ-ს ახალი მთავრობა, რომელიც ცდილობს, რომ ოკეანის გადაღმიდან ჩვენს მიწას დენთის სუნი მოსდოს. თუკი მომდევნო ოთხი წელი მშვიდი ძილი სურთ, უკეთესი იქნება თუ საკუთარი პირველი ნაბიჯებით არ აგვაყროლებენ". – თქვა კიმ იო ჯონგმა.

კიმ იო ჯონგმა ეს სიტყვები აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის სამხრეთ კორეაში ვიზიტიდან ერთი დღით ადრე თქვა. ასევე ეს იყო ჩრდილოეთ კორეის პასუხი სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ერთობლივ წვრთნებზე. ჩრდ. კორეაში ამ ერთობლივ სამხედრო ვარჯიშებს მათ ქვეყანაში შეჭრის მზადებად აფასებენ და ამბობენ, რომ სამხრეთ კორეამ კვლავ ომისა და კრიზისის გზა აირჩია. 

ორშაბათს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდ. კორეის მთავრობასთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. 

"დიპლომატია ჩვენი მთავარი მიზანია. ჩვენი მიზანია ესკალაციის შეჩერება, მაგრამ აქამდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია". – თქვა ფსაკიმ.

 

 

კომენტარები