აშშ-ჩრდილოეთ კორეა

Reuters: ტრამპის გუნდი კიმ ჩენ ინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 2019 წლის 30 ივნისს
REUTERS/Kevin Lamarque/File Photo

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს განიხილავს. Reuters-ის წყაროების თანახმად, ტრამპის გუნდს აქვს იმედი, რომ დიპლომატიური ზომები შეიარაღებული კონფლიქტის რისკების შემცირებას ხელს შეუწყობს.

გამოცემის წყაროების თქმით, ტრამპის გუნდის რამდენი წევრს მოლოდინი აქვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტისგან ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან პირდაპირი კონტაქტის ინიციატივა საჭიროა ორ ქვეყანას შორის "ყინულის გასალღობად", განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც  პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპის კომუნიკაცია კიმ ჩენ ინთან ურთიერთშეურაცხყოფით დასრულდა.

ვაშინგტონის ორმა წყარომ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური მსჯელობა არასტაბილურია და მომავალ პრეზიდენტს ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამასთან ერთად, ჯო ბაიდენის 4 წლიანი მმართველობის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ მოლაპარაკებების დასაწყებად  გადადგმული ყველა ნაბიჯი უარყო.

ამის პარალელურად ჩრდილოეთ კორეამ საგრძნობლად გაზარდა თავისი სარაკეტო არსენალი და აღრმავებს ურთიერთობებს რუსეთთან.

კომენტარები