პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონი: ვიმედოვნებ, ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით

მოლაპარაკებების პროცესი რთულია და უფრო მეტი დრო სჭირდება. ველოდებით, რომ პარტიები უფრო დაახლოვდებიან, ამაზე ვმუშაობთ და ამ საკითხზე მუშაობა ხვალაც გაგრძელდება, რადგან ეს მნიშვნელოვანია. მე დიდი იმედი მაქვს, ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივედით...

ამის შესახებ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსომა ოპოზიციურ პარტიებთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრების დასრულების შემდეგ ბრიფინგზე. მისი თქმით, პროცესების უფრო წინ წასაწევად, ის თბილისში ხვალაც დარჩება. 

კომენტარები