პოლიტიკური კრიზისი

კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ხვდება. 

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, დასრულების შემდეგ ღარიბაშვილი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. 

მანამდე დანიელსონი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით,საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი თბილისში დღეს ჩამოვიდა და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდგომ, მოგვიანებით,  კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება .

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

კომენტარები