პოლიტიკური კრიზისი

სალომე ზურაბიშვილი კრისტიან დანიელსონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და შარლ მიშელის მრჩეველი - მაგდალენა გრონო.

"საჭიროა, შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა, გამოსავლის მოსაძებნად, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს". - პრესსამსახურის ინფორმაციით, თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელამა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით,საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი თბილისში დღეს ჩამოვიდა და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდგომ, მოგვიანებით,  კრისტიან დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრსაც, ირაკლი ღარიბაშილს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

კომენტარები