2021 წელს გარდაცვლილები

94 წლის ასაკში აუდიოკასეტის გამომგონებელი ლუ ოტენსი გარდაიცვალა

Washington Post

94 წლის ასაკში ჰოლანდიელი გამომგონებელი, აუდიოკასეტის შემქმნელი, ლუ ოტენსი გარდაიცვალა.

60-იან წლებში ოტენსი Philips-ის ბელგიური ქარხნის ხელმძღვანელი იყო. რევოლუციური მოწყობილობა გამომგონებელმა 1962 წლის ერთ-ერთი ღამის ექსპერიმენტის დროს შექმნა. იმ პერიოდში ფირფიტების გარდა მუსიკალური ნაწარმოებები reel-to-reel(ე.წ. "ბაბინა“(ბობინა)) კასეტებზე იყო ხელმისაწვდომი. კლასიკური მუსიკის მოყვარულ ოტენსს მიზნად ჰქონდა, შეექმნა ინფორმაციის კომპაქტური გადამტანი, რომელზეც მუსიკის ჩაწერა ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა. აუდიოკასეტა კომპანია ფილიპსმა ერთი წლის შემდეგ, ბერლინის ელექტრომოწყობილობების გამოფენაზე წარმოადგინა.

ცარიელ კასეტაზე საკუთარი მუსიკის ჩაწერის შესაძლებლობამ მნიშვნელოვად შეცვალა მუსიკის ინდუსტრია. გამოჩნდნენ ბენდები და მომღერლები, რომლებსაც დემოვერსიის ჩასაწერად ძვირად ღირებული სტუდიები აღარ სჭირდებოდათ. ლეგენდის თანახმად, Rolling Stones-ის ყველაზე ცნობილი ჰიტის Satisfaction დემოვერსია კიტ რიჩარდსმა სწორედ აუდიოკასეტაზე ჩაწერა. დღეს მსოფლიოში მილიარდობით კასეტა არსებობს.

ოტენსი მოგვიანებით კომპანია Sony-ს იმ გუნდთან მუშაობდა, რომელმაც მომდევნო რევოლუციური მუსიკის გადამტანი მოწყობილობა, კომპაქტდისკი (CD) შექმნა. 

 

კომენტარები