რუსეთი

რუსეთმა საპასუხო სვლით ესტონელი დიპლომატი გააძევა

Anadolu Agency

ესტონეთის მიერ რუსი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საპასუხოდ, მოსკოვი ესტონელ დიპლომატს აძევებს.

განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გაავრცელა

"პასუხის გასაცემად დიდი დრო არ დაგვჭირვებია. გადაწყვეტილია ერთ-ერთი ესტონელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება და ესტონეთში რუსეთის ელჩის გამოხმობა". – განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ რუსული მხარის გადაწყვეტილება არა ინიციატივას, არამედ საპასუხო ქმედებას წარმოადგენს. 

"სამწუხაროდ, ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყოვლად უსაფუძვლოდ გაჩაღებული მტრობის შეწყვეტას არ აპირებს". – აღნიშნავს ზახაროვა.

5 თებერვალს რუსეთმა გერმანელი, შვედი და პოლონელი დიპლომატები გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამმა დიპლომატმა 23 იანვარს მონაწილეობა მიიღო "უკანონო აქციებში". 23 იანვარს რუსეთის არაერთ ქალაქში დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. 

კომენტარები