აშშ-ირანის ომი

CENTCOM: აშშ-მ ირანზე იერიშების ახალი ტალღა დაასრულა

CENTCOM-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო
CENTCOM

აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ 15 ივლისს ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა მიიტანა.

CENTCOM-ის ინფორმაციით, აშშ-ს ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამეთაურო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, სარაკეტო და უპილოტო სისტემების შესაძლებლობებზე, ასევე სანაპირო სათვალთვალო ინფრასტრუქტურაზე, რათა კიდევ უფრო შეეზღუდათ ირანის შესაძლებლობა საფრთხე შეუქმნას ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემების გადაადგილებას.

განცხადების თანახმად, ოპერაციის დროს გამოყენებული იყო მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა, ხოლო სამიზნეები რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასში, განადგურდა.

CENTCOM-მა ასევე აღნიშნა, რომ იმავე დღის დილით ამერიკულმა ძალებმა 90-წუთიანი ოპერაციისფარგლებში იერიში მიიტანეს დიდ ტუნბის (Greater Tunb) კუნძულზე მდებარე ირანის სანაპირო თავდაცვისა და ფრთოსანი რაკეტების პოზიციებზე.

კომენტარები