ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, 16 ივლისის ღამის საათებში უკრაინამ დრონების მეშვეობით რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე ენგელს-2-ის სამხედრო აეროდრომს დაარტყა.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, რომ იერიშის შემდეგ ავიაბაზაზე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მედია წერს, რომ აფეთქებებისა და ელექტროენერგიის გათიშვის პარალელურად ქალაქ ენგელსის თავზე დრონები დაფრინავდნენ. ხოლო საჰაერო თავდაცვის მიერ დრონების მოგერიების შემდეგ ხანძარი შენიშნეს რამდენიმე საცხოვრებელ შენობასა და სახლში.
ცნობისთვის, სარატოვის ოლქში, უკრაინის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში, ენგელსის სამხედრო აეროდრომი, ენგელს 2, მდებარეობს, რომლის მეშვეობითაც რუსეთი სტრატეგიული ბომბდამშენებს იყენებს უკრაინაზე თავდასასხმელად.




