რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის ვიცეპრემიერი, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი და დრონების არმიის პროგრამის ხელმძღვანელი, მიხაილო ფედოროვი ახლადწარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების ფონზე
ფოტო მიხაილო ფედოროვის ტვიტიდან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, თანამდებობიდან დაითხოვა

უკრაინული გამოცემის, Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ფედოროვის გადაყენებამდე ზელენსკი სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა. 

მოგვიანებით ფედოროვმა თანამდებობის დატოვება სოციალურ მედიაში დაადასტურა და დაწერა, რომ "დიდი პატივი იყო თავდაცვის მინისტრის პოსტზე უკრაინელი ხალხისთვის სამსახურის გაწევა."

X-ზე გავრცელებულ პოსტში ფედორომა თანამდებობაზე ყოფნის დროს 20 მნიშვნელოვან მიღწევას გაუსვა ხაზი, მათ შორის, რუსული ძალებისთვის Starlink-ის გათიშვას, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ლოგისტიკის წინააღმდეგ კამპანიასა და სამხედრო რეფორმის ინიციატივას. 

ხოლო წარუმატებლობებზე საუბრისას ფედოროვმა აღნიშნა, რომ მან ვერ შეძლო NATO-ს სტანდარტებისა და "საღი აზრის" შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს სრული ორგანიზაციული გარდაქმნა. 

ამას გარდა, ზელენსკიმ უკვე გამოაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Naftogaz-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, სერგიი კორეცკი გახდება. ზელენსკიმ პრემიერმინისტრი იულია სვირიდენკო თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელიწადში დაითხოვა. 

"პრიორიტეტები მკაფიოა – ზამთრისთვის მომზადება. მაშასადამე, ყოველგვარი კონსულტაციების შემდეგ, სერგიი კორეცკი ნამდვილად ყველაზე მომზადებული კანდიდატია უკრაინის პრემიერმინისტრის თანამდებობისთვის." – განმარტა მან. 

კომენტარები