შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს. ის თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
"დაკავებული მამაკაცი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს"- წერს უწყება.
მათივე ცნობით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.




