საპარტნიორო ფონდი

საგანელიძემ 2019 წელს ბიუჯეტიდან 237 ათასზე მეტი მიიღო, ფონდი კი 609 მილიონიან ზარალშია

ტაბულა

საპარტნიორო ფონდის დირექტორმა, დავით საგანელიძემ 2019 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 237 ათასი ლარზე მეტი მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად on.ge-მ გაავრცელა.

როგორც 2020 წლის 31 იანვარს შევსებულ საგანელიძის ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, 2019 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე მან საპარტნიორო ფონდში მუშაობისთვის 237 231 ლარი მიიღო.

გამოდის, საგანელიძის საშუალო თვიური ანაზღაურება დაახლოებით 19 770 ლარია.

ბოლო მონაცემებით, საპარტნიორო ფონდმა 2018 წელი 609 მილიონიან ლარიანი ზარალით დაასრულა. ამისდა მიუხედავად, თავად საგანელიძე საკუთარ საქმიანობას 2019 წლის განმავლობაში პოზიტიურად აფასებდა.

კომენტარები