საპარტნიორო ფონდი

საგანელიძე: მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, ის რომ არა, საპარტნიორო ფონდის რეფორმა არ დაიწყებოდა

მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერმინისტრი და ისევ იქ ვიყავით. ყველა [პრემიერი] ამბობდა, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა.

თქვა საპარტნიორო ფონდის დირექტორმა, დავით საგანელიძემ. 

საქართველოს მთავრობა მილიარდიანი ზარალის მქონე საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსებას გეგმავს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კომპანია დაფინანსებას ბიუჯეტიდან მიიღებს და, სავარაუდოდ, ის სახელმწიფო სუბსიდირებაზე იქნება დამოკიდებული.

ფონდი 2011 წელს დაარსდა, მისი აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე დღემდე ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრია. 

კომენტარები