NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
NDI-ის კვლევა

NDI: დავით ბაქრაძე და კახა კალაძე თანაბრად მოსწონთ, მათი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია

ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2020 - 11:31
tbl.ge/4da6
დაკოპირდა

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე თანაბრად მოსწონს. ორივე მათგანის მოწონების მაჩვენებელი 34%-ია.

თითქმის იდენტურია უარყოფითი შეფასებებიც - კალაძეს უარყოფითად 22% აფასებს, ბაქრაძეს 21%.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მოწონების მაჩვენებლით რეიტინგში მესამე შალვა ნათელაშვილია. მხოლოდ შემდეგ მოდის პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თუმცა მას უარყოფითი შეფასება ბევრად მეტი (34%) აქვს, ვიდრე ნათელაშვილს (25%).

ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დადებითი შეფასება ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. უფრო მეტი ადამიანი აფასებს დადებითად მიხეილ სააკაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, ნიკა მელიას, ალეკო ელისაშვილს, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, დავით უსუფაშვილს, ირმა ინაშვილს.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილს ახალ გამოკითხვაში უფრო მეტი ადამიანი აფასებს უარყოფითად, ვიდრე წინაში. ქართული ოცნების ლიდერის უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა - თუ 2019 წლის აპრილში ჩატარებულ გამოკითხვაში მას უარყოფითად აფასებდა 39%, ახალ კვლევაში, რომელიც 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, ივანიშვილს უარყოფითად აფასებს მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 49%.

​NDI-ის​​ დაკვეთით საველე სამუშაოები ჩატარდა 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

NDI-ის კვლევაNDINDI-ის გამოკითხვაNDI-ის ანგარიშიNDI-ის კვლევებიბიძინა ივანიშვილიკახა კალაძედავით ბაქრაძე

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2023 - 13:57NDI: საქართველოს მოსახლეობის 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას
  • ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2023 - 13:51NDI: 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებსაც უნდა ფარავდეს
  • ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2023 - 13:47NDI: 58% არაა დარწმუნებული, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს
  • ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2023 - 13:41NDI: გამოკითხულთა 24%-ის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევაა
  • ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2023 - 13:08NDI: გამოკითხულთა 54% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 38% – ცუდად

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 17:34

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება

ხოშტარიას ადვოკატი: დაგვპირდნენ, რომ მკურნალობაში ნდობით აღჭურვილი ექიმი ჩაერთვება
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 17:34

ხოშტარიას ადვოკატი: დაგვპირდნენ, რომ მკურნალობაში ნდობით აღჭურვილი ექიმი ჩაერთვება

სტრასბურგის სასამართლომ ანწუხელიძისა და სხვათა საქმეზე რუსეთი დამნაშავედ ცნო
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 17:27

სტრასბურგის სასამართლომ ანწუხელიძისა და სხვათა საქმეზე რუსეთი დამნაშავედ ცნო

ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 17:04

ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრებად გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩიეს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 16:45

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრებად გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩიეს

ყველაზე კითხვადი

მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
1მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
2სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
3რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
4მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, დაიღუპა
5ეს არ იყო ჩუმად გაპარვა, პასპორტი ჩამორთმეული არ მქონდა – ია დარახველიძე

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში