NDI-ის კვლევა

NDI: 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებსაც უნდა ფარავდეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ძალიან ცოტას უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა. იმ 12% დან ვისაც ეს უფიქრია, ნახევარი ასეც მოიქცა, მეორე ნახევარმა კი  მიზეზად შესაბამისი ფინანსების ან საჭიროების არქონა დაასახელა. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოების განწყობის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს.

კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კომენტარები