NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 54% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 38% – ცუდად

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54% მთავრობის მუშაობას კარგად აფასებს, 38% – ცუდად, 6%-მა არ იცის, ხოლო 2% უარს ამბობს პასუხზე.  

მიმდინარე წლის მარტში ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით, მთავრობის მიმართ დადებითი შეფასება 11%-ით გაიზარდა. 

კვლევის მიხედვით, ოპოზიციის მხარდამჭერთა მესამედი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნახევარი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. 

კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. 

კომენტარები