ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24%-ის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევაა. გამოკითხულების 23% ფიქრობს, რომ განათლების სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევა მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალი კვალიფიკაციაა, ხოლო 22%-ის აზრით - უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური.
NDI-ის მიხედვით, დასახლების სხვა ტიპებთან შედარებით, თბილისელები განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს უფრო კრიტიკულად აფასებენ. შეინიშნება მცირე სხვაობა ქალებსა და კაცებს შორის. განათლების საფასურს მეტი ქალი ასახელებს პრობლემად.
კვლევა პირისპირი ინტერვიუსმეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.