ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ინსტიტუტებს შორის, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე კარგად ეკლესიის და იუსტიციის სახლების საქმიანობას აფასებს. მართლმადიდებელ ეკლესიას კარგად 74% აფასებს, ხოლო იუსტიციის სახლებს - 57%. მას მოსდევს ჯარი 53%-ით და პოლიცია - 42%-ით.
საქართველოს პარლამენტის "კარგად" გამოკითხულთა მხოლოდ 8% აფასებს. ეს ინსტიტუტების დადებით შეფასებას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.
NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.