NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 11% თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობას მხოლოდ თბილისში აფასებს, როგორც "ძალიან კარგი".
24% ფიქრობს, რომ კალაძის საქმიანობა "კარგია".
37% მერის საქმიანობას საშუალოდ მიიჩნევს.
10% - ცუდად
3% - ძალიან ცუდად.
თბილისის გარეთ სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მერების საქმიანობა ასე ფასდება:
ძალიან კარგი - 2%;
კარგი - 26%;
საშუალო - 34%;
ცუდი - 16%
ძალიან ცუდი - 4%
არ ვიცი - 18%
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.
NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.