NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. NDI ამბობს, რომ როცა მოსახლეობას დაუსვეს კითხვა - "ხართ თუ არა დასაქმებული", განუმარტეს, რომ აქ იგულისხმება სრული ან ნახევარი განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული და ა.შ., მთავარია ამას მოჰქონდეს შემოსავლი. კითხვაზე გამოკითხულთა მხოლოდ 37% პასუხობს დადებითად, ხოლო 62% უარყოფითად.

ამასთან, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ყველაზე მაღალი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია. რაც შეეხება პასუხებს ასაკის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად დასაქმებულები 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები და 18-34 წლის ადამიანები არიან. გარდა ამისა, გამოკითხული ქალების თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს გამოკითხული ქალების 68%, ხოლო კაცების 55%.

აღსანიშნავია, რომ როცა იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ამბობს, რომ სამსახურს ეძებს -34%, ხოლო 21% ამბობს, რომ პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 19% კი აღნიშნავს, რომ დიასახლისია. მხოლოდ 6%-ია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც უმუშევარია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს. 6% სტუდენტია, ხოლო 4% არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები